ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრმა სპექტაკლების ვიდეოჩვენება დაიწყო
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრმა ფეისბუქგვერდზე 20 მარტიდან სპექტაკლების ვიდეოჩვენება დაიწყო.
ვიდეომიმართვა თეატრის ოფიციალურ გვერდზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დიმიტრი ხვთისიაშვილმა გაავრცელა. ყოველდღიურად თეატრი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი ორი სპექტაკლის ჩანაწერს აჩვენებს.
„ყოველდღე ვიდეოჩვენებებით შემოგთავაზებთ ჩვენი თეატრის რეპერტუარის სპექტაკლებს როგორც პატარებისთვის, ისე მოზრდილთათვის“, – აცხადებენ თეატრში.
ინტერნეტით მაყურებელმა უკვე იხილა სპექტაკლები: „რწყილი და ჭიანჭველა“, „რომეო და ჯულიეტა“, „1945“, „დაბადების დღე“, „სპლიყვიFant“, „ჩვენ გველის დიდება“…