ჩეხეთის საზღვრები კორონავირუსის გამო შესაძლოა, ორი წლით ჩაიკეტოს

ჩეხეთში კორონავირუსითან ბრძოლის კრიზისული შტაბის ხელმძღვანლის, რომან პრიმულას განცხადებით, ვირუსთან დაკავშირებით სასაზღვრო შეზღუდვები შესაძლოა, ორი წლით გაგრძელდეს.
ამის შესახებ გამოცემა Novinky წერს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ვითარება აპრილის შუა რიცხვებში გაუმჯობესდება, ევროპის სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით პროგნოზი ოპტიმიზმის საშუალებას არ იძლევა.
„ევროპის სხვა ქვეყნებში ვითარება არ გაუმჯობესდება. იქ ვითარება თვეები, ხანგრძლივი თვეების განმავლობაში გაგრძელდება“, –  განმუცხადა პრიმულამ ადგილობრივ მედიას.
მისი თქმით, საერთაშორისო მოგზაურობები, დიდი ალბათობით, მომდევნო ერთი ან ორი წლის განმავლობაში იქნება შეზღუდული, მოსახლეობას საზაფხულო არდადაგების გატარება ქვეყნის შიგნით მოუწევთ.
პრიმულას განცხადებას მხარი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა დაუჭირა.
ჩეხეთმა საზღვრები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გასულ კვირას ჩაკეტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები