ქუთაისში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ადამიანებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება
ქუთაისში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ადამიანებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება.
სასურსათო ამანათების დარიგების პროცესში ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია მოადგილეებთან ერთად უშუალოდ მონაწილეობს.
“ასეთ პერიოდში ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესია იმის ცოდნა, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე. ეს ყურადღება და მზრუნველობა განსაკუთრებით ჩვენს ხანდაზმულ მოქალაქეებს სჭირდებათ. ჩვენ ვაგრძელებთ მათთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების სახლებში მიტანას”, – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა სახის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტი თვითმმართველობას კერძო კომპანიებმა გადასცეს. ეს კომპანიებია: მაღაზიათა ქსელი ,,ფემილი”, „ ლიდერფუდი“, „ მაგნიტი” , შპს „ფარმა”, შპს „მზიური”, შპს ,,არგო”, შპს “ანი” ( ნიკეას ბაზრობა), ,,კოკა კოლა”, ,,დეილი”, ,,ელვა”, ,,მონოპოლი გრუპი და ორი გოგო”, ასევე, ბაგა-ბაღების გაერთიანება.
ქუთაისის სპორტის სასახლიდან, სადაც შეგროვდა და დაფასოვდა საკვები პროდუქტები, ამანათები მარტოხელა მოხუცებისთვის მერიის თანამშრომლებს, საკრებულოს დეპუტატებსა და მოხალისეებს მიაქვთ.