სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, ერთ დღეში, 4–ით გაიზარდა, ჯამურად, რესპუბლიკაში ვირუსი 194 ადამიანს აქვს დადასტურებული.

ამის შესახებ 22 მარტს ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

რესპუბლიკაში ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დაავადებულთაგან 14–ს პნევმონია აღენიშნება, 6 მათგანს ინტენსიური თერაპია ესაჭიროება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები