კახეთის რეგიონში 2 ახალი საკარანტინე ზონა ამოქმედდა
კახეთის რეგიონში 3 საკარანტინე სივრცეს 2 ახალი ზონა დაემატა, სადაც 284 მოქალაქე უკვე მოათავსეს.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 353 მოქალაქე იმყოფება.
მისივე ცნობით, კახეთიდან თბილისში, კარანტინში 4 მოქალაქეა გადაყვანილი, მათგან 1 პირი თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის და 3 – საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტის გადმოკვეთსას მომატებული ტემპერატურის გამო.
თვითიზოლაციაში მყოფი 353 პირიდან, რეგიონის მასშტაბით საგარეჯოში- 43 ადამიანი იმყოფება, ლაგოდეხში – 38, ყვარელში -17, გურჯაანში -56, სიღნაღში -28, თელავში -90 , დედოფლისწყაროში – 38 და ახმეტაში – 43.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში 2956 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 291. კორონავირუსისგან ჯამში 3 ადამიანი განიკურნა.