ქუთაისში მკვლელობა მოხდა
ქუთაისში, თაბუკაშვულის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი,მეორე კი დაჭრილია.
რა გახდა მკვლელობის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.