ანგოლაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ინფიცირებულია ორი პირი

კორონავირუსით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა ანგოლაშიც დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე, სილვია ლუთუკუტამზე დაყრდნობით იუწყება. მისივე თქმით, ვირუსი დაახლოებით 30 წლის ასაკის ორ მამაკაცს დაუდასტურდა. მათ პორტუგალიაში მოგზაურობის ისტორია აქვთ. დაინფიცირებული პირები ანგოლაში 17 და 18 მარტს ჩავიდნენ. მედიის ცნობით, ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტების მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები