ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მყოფი ცხრა პაციენტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში დღეს ცხრა პაციენტის ანალიზის პასუხები მიიღეს.ლუგარის ლაბორატორიის დასკვნის მიხედვით, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ამ დროისთვის კლინიკაში ერთი ახალი პაციენტია გადაყვანილი, რომელსაც კორონავირუსზე სინჯებს აუღებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 47 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ერთი გამოჯანმრთელებულია, კარანტინის რეჟიმში რჩება 1966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 259 ადამიანი გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები