„იგი იყო ნატო ვაჩნაძის, ელენე ახვლედიანის, ქეთევან მაღალაშვილის მეგობარი“ – სვიატოსლავ რიხტერს ასი წელი შეუსრულდებოდა

ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი რუს პიანისტს სვიატოსლავ რიხტერს იხსენებს. „ნატო ვაჩნაძის, ელენე ახვლედიანის, ქეთევან მაღალაშვილის მეგობარი… დღეს მას ასი წელი შეუსრულდა დაბადებიდან“, – წერს ფეისბუქზე ნოდარ პაპუაშვილი.
მიხეილ ქვლივიძე: ,,სახლიდან (პერედელკინოში) ნინო ტაბიძე გამოვიდა. უძილო ღამისა და ცრემლებისგან დაღლილი. მან შემიყვანა ოთახში, სადაც გასაშლელ საწოლზე იწვა პასტერნაკი. სიმშვიდის გამომეტყველება მის გაციებულ, ლამაზ სახეზე, ჩიტების გალობა და ფოთლების შრიალი, ღია ფანჯრიდან რომ შემოდიოდა, ოთახს მყუდროებით ავსებდა.
ეზოში ჭიშკარმა გაიჯახუნა – სვიატოსლავ რიხტერი მოვიდა და აი, მყუდრო სახლიდან, ფანჯრებიდან და კარებიდან სამგლოვიარო მელოდია გადმოიღვარა, მწუხარე ტირილად დაფრქვეული ჯადოსნური ბგერები. რიხტერი სამი თუ ოთხი საათის განმავლობაში უკრავდა. ალბათ მუსიკის არცერთი მოყვარული მსოფლიოში არ დასწრებია ასეთ საოცარ კონცერტს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები