Lenø Sessions ონლაინრეჟიმში ჯგუფ Outsider-ს უმასპინძლებს
Lenø Sessions ონლაინ გრძელდება. 20 მარტს, 20:00 საათზე, „ლაივში“ ჯგუფი Outsider წარდგება მსმენელის წინაშე.
„ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, უახლოეს მომავალში დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადადებული ან გაუქმებულია.
სამწუხაროდ, პროგნოზირებადი არ არის, ზუსტად როდის შევძლებთ ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას.
რადგან შექმნილი სიტუაცია, ჯანმრთელობისა და ეკონომიკური ზიანის გარდა, ნეგატიურ გავლენას იქონიებს მოსახლეობის განწყობასა და ემოციურ ფონზეც, გადავწყვიტეთ, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვითა და ჯანდაცივს სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, თავშეყრის გარეშე, ონლაინრეჟიმში გავაგრძელოთ Lenø Sessions პროექტის წარმოება.
დარჩით სახლში და გვიყურეთ 20 მარტს, 20:00 საათზე“,- აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
21 მარტს, 20:00 საათზე, Lenø Sessions-ის „ლაივში“ ნინო ქათამაძე იმღერებს მუსიკოსებთან ერთად.
„მოხარულები ვართ, რომ შექმნილ სიტუაციაში, ასეთი არტისტების დახმარებით, „ლაივრეჟიმში“ შეგვიძლია თქვენი გამხნევება“, – აცხადებენ ორგანიზატორები.