პაატა იმნაძე: სწრაფ ტესტებზე მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზეა, ამიტომ ეს არ იქნება “ფეიკ” ტესტები
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში სწრაფი ტესტების შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიმდინარეობს, რაც, მისივე განმარტებით, გარანტიას იძლევა იმისა, რომ “ფეიკ” ტესტები არ ჩამოვა ქვეყანაში.
“სწრაფ ტესტებზე მოლაპარაკებები მიდის სამთავრობო დონეზე, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ ეს “ფეიკ” ტესტი არ იქნება. ამისი გამოცდილება უკვე მსოფლიოში არის, ამიტომ ჩვენ ამ მხრივ დაზღვეულები ვიქნებით. აღმოსავლეთის ქვეყნებს ახასიათებთ ეს, უცბათ ერგებიან საბაზრო მოთხოვნებს და შეიძლება, გაჩნდეს ბევრი უხარისხო ტესტი”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.