ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 69–მდე გაიზარდა

“ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 69–მდე გაიზარდა, 15 პაციენტი გაწერილია”, – განაცხადეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

უწყების ინფორმაციით, ამჟამად, სამედიცინო დაკვირვების ქვეშ 42 ადამიანი იმყოფება, რომელსაც დადებითი ლაბორატორიული შედეგი ჰქონდა, თუმცა მათ დაავადების კლინიკური გამოვლინება არ აღენიშნებათ, კლინიკური ნიშნები 12 პაციენტს აქვს.

ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ იანვრის ბოლოდან კორონავირუსზე ტესტი 19 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები