ჩინეთის მთავრობამ საფრანგეთს უსასყიდლოდ მილიონი პირბადე გადასცა

ჩინეთის მთავრობამ საფრანგეთს დახმარების სახით მილიონი პირბადე და სხვა დამცავი სამედიცინო საშუალება გადასცა.

ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟამ ივ ლე დრიანმა განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ჩინური თვითმფრინავი ბორტზე შესაბამისი ტვირთით საფრანგეთის აეროპორტში უკვე დაეშვა, ასევე, მოსალოდნელია მეორე თვითმფრინავის ჩასვლა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთმა ეპიდემიის პიკში ჩინეთს 17 ტონა სამედიცინო მასალა და ჰიგიენის საშუალებები გადასცა.

საფრანგეთში კორონავირუსით 9 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 148 გარდაცვლილია, 12 განიკურნა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა დახმარების სურვილი საქართველოს მიმართაც გამოთქვა და ქართულ მხარეს კორონავირუსის დასადგენი ათასი სწრაფი ტესტი უსასყიდლოდ გადასცა. ტესტები ქვეყანაში უახლოეს დღეებში იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები