პეტერბურგში კორონავირუსის ეჭვით 19 ბავშვია ჰოსპიტალიზებული
სანკტ პეტერბურგში კორონავირუსის ეჭვით 19 ბავშვია ჰოსპიტალიზებული. ამის შესახებ ვირუსთან ბრძოლის ქალაქის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
ბოლო მონაცემით, პეტერბურგში კორონავირუსის ეჭვით 314 პაციენტი იმყოფება, გაწერილია 46. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.
დღეს გახდა ცნობილი, რომ რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს მოსკოვში მცხოვრები 79 წლის ქალი ემსხვერპლა.
ოპერატიული შტაბის ოფიციალური მონაცემით, ქვეყანაში მხოლოდ 147 დადასტურებული შემთხვევაა.