ირაკლი კობახიძე: პარლამენტი, თავისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ყველაფერს აკეთებს, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი პრობლემის დაძლევაში თავის წვლილი შეიტანოს

„მთავრობასთან ერთად ჩართული ვართ კოორდინაციის პროცესში, რომელსაც პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ხელმძღვანელობს და პარლამენტი, თავისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი წვლილი შეიტანოს კორონავირუსის გამო შექმნილი პრობლემის დაძლევაში”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტვ ,,იმედის” გადაცემა ,,ღია ეთერში” განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდა პრევენციის მიმართულებით, რათა ინფექცია არ გავრცელებულიყო.

„თუმცა, მხოლოდ საქართველოზე ეს არ არის დამოკიდებული. როგორიც იქნება გლობალური ტენდენცია, ის დიდწილად აისახება საქართველოზეც. აქედან გამომდინარე, გათვლა უნდა გავაკეთოთ ყველაზე მძიმე სცენარზე იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები. ამ პრინციპით მოქმედებდა დღემდე ხელისუფლება და ამ პრინციპით გაგრძელდება მოქმედება. გლობალური ტენდენციის გათვალისწინებით, საბედნიეროდ, დღემდე საქართველოში კარგი ტენდეციაა, შემთხვევების რაოდენობა არის საკმაოდ მცირე, განსხვავებით ბევრი ევროპული და სხვა ქვეყნებისგან. ეს არის თითოეული იმ ადამიანის დამსახურება, რომელიც ამ პროცესშია ჩართული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები