ანგელა მერკელმა ხალხს მიმართა – გერმანიის კანცლერმა კორონავირუსი მეორე მსოფლიო ომს შეადარა
“მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანია მსგავსი გამოწვევის წინაშე არ დამდგარა, როდესაც ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოების ერთიანობასა და სოლიდარობაზე”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ნაციისადმი მიმართვის დროს.
მერკელმა აღნიშნა, რომ ბერლინი ეკონომიკური შედეგების შესუსტებისთვის ყველაფერს აკეთებს.
მისი თქმით, საჭიროა ვირუსის გავრცელების შენელება დროის მოგების მიზნით – ვაქცინის შექმნამდე და დაავადებულთა სამკურნალოდ, “სამომავლოდ ვითარება თითოეულის დისციპლინაზე იქნება დამოკიდებული”.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ჯანდაცვის სისტემაა. ვაქცინა, ჯერჯერობით, არ არსებობს, თუმცა მსოფლიოს მეცნიერები მის შემუშავებზე მუშაობენ. მუდმივად ვმართავთ კონსულტაციებს რობერტ კოხის ინსტიტუტთან”.