კორონავირუსს „არტიდეპრესანტი“ დაუპირისპირდა – „ირიაოს“ კონცერტი დისტანციურად

კორონავირუსს სოციალურ ქსელში პროექტი „არტიდეპრესანტი“ უპირისპირდება.
„18 მარტს, 21:30-დან,  სამაუწყებლო და მედიაკომპანია  „არტიდეპრესანტი“  მსმენელს დისტანციურ კონცერტს სთავაზობს. ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო“ შეასრულებს ყველასათვის საყვარელ კომპოზიციებს და დაპირებისამებრ, 21:00-ზე „არტიდეპრესანტის“ ჯგუფთან ერთად Club 10/11-ის აივნიდან მადლიერების ტაშს შემოკრავს.
დარჩით სახლებში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, პოზიტიური განწყობა და მალე ყველაფერი კარგად იქნება“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

პროექტის მიზანია კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები