18 მარტი შოთა ნიშნიანიძის დაბადების დღეა

18 მარტი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატის, შოთა ნიშნიანიძის დაბადების დღეა. დღეს მას 91 წელი შეუსრულდებოდა.
შოთა ნიშნიანიძე დაიბადა 1929 წლის 18 მარტს, თბილისში. ვაჟთა 37-ე სკოლაში სწავლობდა.
1977 წელს დაამთავრა სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიოლოგიის ფაკულტეტზე. მაგრამ  პირველი სემესტრის დამთავრებამდე ლექციების გაცდენის გამო გაირიცხა უნივერსიტეტიდან და  მეორედ ჩაირიცხა უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტი დაამთავრა 1954 წელს.
1964 წელს დროებით დაიწყო მუშაობა გამომცემლობა ,,მერანის” ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგედ. 1974 წელს მუშაობა დაიწყო მწერალთა კავშირის მთავარ ლიტერატურულ კონსულტანტად.
1958-60 წლებში სწავლობდა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლეს ლიტერატურულ კურსებზე. იყო გამომცემლობა ,,მერანის” ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგე; მწერალთა კავშირის კონსულტანტი, 1877-82 წლებში ალმანახ ,,საუნჯის” მთავარი რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, 1984-86 წლებში ამ კავშირის თავმჯდომარე. სიცოცხლის ბოლო წლებში რედაქტორობდა ჟურნალ ,,საუნჯეს”.
მას აქვს დაწერილი  ოცი ბელეტრისტული პოემა, რომელიც არ გამოქვეყნებულა.  შ. ნიშნიანიძის პირველი პოეტური კრებული ,,მე და შენ” გამოვიდა 1956 წელს. ამ დროიდან მოყოლებული პოეტმა არაერთი წიგნი გამოსცა, რომელთაც კითხველთა ფართო საზოგადოების დიდი სიყვარული და პატივისცემა მოუტანეს.
ნაყოფიერი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის იგი დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ორდენითა და მედბით. 1975 წელს გახდა შოთა რუსთაველის, ხოლო 1977 წელს გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი.
შ. ნიშნიანიძე გარდაიცვალა 1999 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები