თბილისის ავტობუსებში დღეიდან მომსახურების გარკვეული წესები იცვლება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის ავტობუსებში მომსახურების გარკვეული წესები იცვლება.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მოქალაქეები ავტობუსის მხოლოდ უკანა კარებით ისარგებლებენ და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან.

“საზოგადოებამ იცის, რომ ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროსა და ავტობუსების დეზინფექცია და მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენის ნორმები. ასევე, თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები. მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ უკანა კარებით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან. ეს აუცილებელი ღონისძიებაა ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისა და, შესაბამისად, მგზავრების უსაფრთხო მომსახურებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, დღეიდან მიკროავტობუსების მომსახურება დროებით ჩერდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები