ნორვეგიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1308–მდე გაიზარდა
ნორვეგიაში კოროანვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1308–მდეა გაზრდილი, – განაცხადეს ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტში.
გასული 24 საათის განმავლობაში 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში 21 ათასზე მეტი ადამიანის ტესტი მუშავდება.
ნორვეგიაში ვირუსს სამი ადამიანი ემსხვერპლა.
ინფიცირების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: 423 ქვეყნის შიგნით დაინფიცირდა, 757 საზღვარგარეთ, 128 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.