„წვიმიანი სამშაბათი იდგა…“ – 17 მარტი გალაკტიონის გარდაცვალების დღეა
17 მარტი გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების დღეა.
მუზეუმების გაერთიანება გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში დაცულ ფოტოს აქვეყნებს.
„ათას ცხრაას ორმოცდაცხრამეტი წლის ჩვიდმეტი მარტის ჩვიდმეტ საათსა და ორმოცდაათ წუთზე..
წვიმიანი სამშაბათი იდგა…“
1959 წლის 17 მარტს, ჩვიდმეტ საათსა და ორმოცდაათ წუთზე, დაეცა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც იქვე გარდაიცვალა ისე, რომ წვეთი სისხლი არ დაუღვრია და მიწაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია“ (ვახტანგ ჯავახაძე).
„შეიძლება, ჩვენ ცოტანი ვართ; მაგრამ არც ისე ცოტანი, რომ სამაგიერო პასუხი ვერ გავსცეთ ჩვენს მტრებს… რომელნიც ჰფიქრობენ ქართული პოეზიის, და მაშასადამე ქართული კულტურის ჯერ დამონებასა და შემდეგ სრულიად განადგურებას.
უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ვიბრძოლებთ ჩვენ ქართული პოეზიისათვის“ (გალაკტიონის დღიურიდან).
ფოტო დაცულია თბილისის მუზეუმების გაერთიანება – გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში.