„ცოცხალი წიგნები“ მკითხველებს ვირტუალურად ხვდება

საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტი „ცოცხალი წიგნები“, კორონავირუსის გამო, დროებით წყვეტს შეხვედრებს, გასვლებს და მკითხველებთან ვირტუალურ შეხვედრებს იწყებს.
პროექტის ხელმძღვანელის ქეთევან დუმბაძის თქმით, ვირტუალური „ცოცხალი წიგნები“ მათთვისაა, ვინც შორსაა,  – ემიგრაციაშია, კლინიკაში, იზოლაციაში ან კარანტინშია.
ამ ეტაპზე ვირტუალურად ვხვდებით მკითხველებს“, – აღნიშნავს ქეთევან დუმბაძე.
ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მეოთხე წელია ხორციელდება. პროექტი გულისხმობს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებსა და კულტურის სახლებში სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას, პოეზიის საღამოების გამართვას და დისკუსიებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები