სომხეთში, კორონავირუსის საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა

სომხეთის მთავრობამ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.

ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის დროს რეფერენდუმის ჩატარება იკრძალება, შესაბამისად, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით 5 აპრილისთვის დაგეგმილი რეფერენდუმი არ გაიმართება.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დღეიდან 14 აპრილამდე იქნება ძალაში.

ღონისძიების ფარგლებში, ყველა გამშვებ პუნქტთან მოქალაქეების შესვლის განსაკუთრებული წესი იმოქმედებს.

სომხეთის ყველა მოქალაქეს, ასევე, მათი ოჯახის წევრებს, ქვეყანაში შესვლა შეეძლებათ, თუმცა იკრძალება იმ ქვეყნებიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი შემთხვევებია. სახმელეთო გზით სომხეთის მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლა იკრძალება.

აკრძალვა დიპლომატებსა და ტვირთებს არ შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები