რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 96–მდე გაიზარდა

“რუსეთში კორონავირუსის უკვე 96 დადასტურებული შემთხვევაა, დღეს კიდევ 30 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 7 იმპორტირებულია”, – განაცხადა ვიცეპრემიერმა, ტატიანა გოლოკივამ.

მისივე ინფორმაციით, 15 ათასამდე ადამიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფება, თუმცა ყველა მათგანი ჯანმრთელია.

ამის პარალელურად, კრემლში განაცხადეს, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღების მიზეზს ვერ ხედავენ.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არც დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის მიზეზს ხედავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები