რუსეთში წლის ბოლომდე მობილური კავშირის 20%–ით გაძვირებას ვარაუდობენ

რუსეთში წლის ბოლომდე მობილური კავშირი შესაძლოა, 20%–ით გაძვირდეს. ამის შესახებ აბონენტებს მობილური ოპერატორები აფრთხილებენ, რომლებიც შიშობენ, რომ “სოციალურად მნიშვნელოვან” საიტებზე აბონენტების უფასო წვდომის კომპენსირება სახელმწიფომ არ უზრუნველყოს, რაც მათ იძულებულს გახდით, ტარიფი გაზარდონ.

რუსული “კომერსანტი” წერს, რომ ამგვარი გაფრთხილებაა ჩადებული იმ პროექტში, რომელსაც მთავრობას გაგზავნიან.

საქმე ისაა, რომ იანვარში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მომხმარებლებს “მისაწვდომი ინტერნეტი” შესთავაზა, რომლის მიზანია მოქალაქეების უზრუნველყოფა საკვანძო ეროვნულ ინტერნეტ–რესურსებსა და სერვისებთან. თუმცა რესურსების ნუსხა, რომლებიც უფასო უნდა გახდეს და ოპერატორებისთვის გასადახდელი კომპენსაციის მექანიზმი, ბოლომდე განსაზღვრული არ არის.

ადრე გახდა ცნობილი, რომ მობილური ოპერატორები ამგვარი სიახლის დანერგვის შემთხვევაში წელიწადში 150 მლრდ რუსულ რუბლს დაკარგავენ.

ქვეყნის კავშირგაბმულობის სამინისტროში კომპენსაციის გადახდა არ სურთ, ამასთან “სოციალურად მნიშვნელოვანი” რესურსების ნუსხაში იგეგმება არა მხოლოდ სახელმწიფო საიტების შეყვანა, არამედ ისეთი სერვისების როგორებიც არის “იანდექს. კვება”, “ვკონტაქტე”, მესენჯერები და ონლაინმედია.

როგორც Mobile Research Group–ის ანალიტიკოსმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორების დანახარჯი აბონენტებზე გადავა, ტარიფები შესაძლოა, წლის ბოლომდე 15–20%–ით გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები