ფოთში ახალი კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია ფოთის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე, ოპერატიული რეაგირებისათვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრებს შეხვდა და კვირის მანძილზე გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინა.

ამ ეტაპზე, ფოთში თვითიზოლაციაში საზღვარგარეთიდან დაბრუნებული 12 მოქალაქე იმყოფება. მათზე დაწესებულ მონიტორინგის პროცესის მართვაზე პასუხისმგებლობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერს დაეკისრა, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, საჭირო ღონისძიებებს ახორციელებს.

ქალაქ ფოთის მერის განკარგულებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ადმინისტრაციულ შენობებში, სკოლებში, სკოლამდელ, სკოლისგარეშე და სპორტულ, სახელოვნებო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. სარეკომენდაციო წერილები დაეგზავნა კერძო უწყებებს. შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები, რომელიც პირველ ეტაპზე, ჩართულია ა(ა)იპ სოციალური მომსახურების ცენტრის უფასო სასადილოში საკვების უსაფრთხოდ მიწოდების წესების დაცვაში.

მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, 16 მარტიდან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. ქალაქის მერი, მერის მოადგილეები და სამსახურის ხელმძღვანლები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. შეიზღუდა მუნიციპალიტეტში არსებული ყველა კომისიის სხდომა, გარდა – ჯანდაცვის მიმართულებისა, დროებით გაუქმდა მოქალაქეთა მიღების საათები მერსა და მოადგილეებთან. სერვისების მისაღებად მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, სატელეფონო კომუნიკაციის ფორმატი გამოიყენონ. მოქმედებს ცხელი ხაზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები