“ნიკორა ტრეიდის” აღმასრულებელი დირექტორი: მომარაგების მხრივ პანიკის საფუძველი არ არის, მაქსიმალურად მომზადებული ვხვდებით ქვეყანაში არსებულ სიტუაციას

“მომარაგების მხრივ, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავ. მაქსიმალურად მომზადებული ვხვდებით ქვეყანაში არსებულ სიტუაციას”,-ამის შესახებ “ნიკორა ტრეიდის” აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ურუშაძემ “კვირასთან” საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსთან დაკავშირებით, პროდუქტზე მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, ამ დროისთვის მათ სუპერმარკეტების ქსელს მიწოდების პრობლემა არ აქვს. 
“მიწოდების მხრივ ჩვენ მიმდინარე მომენტისთვის პრობლემა არ გვაქვს. გარდა ამისა ჩვენ ვესაუბრეთ იმ მომწოდებლებს, რომლებიც პირველადი დანიშნულების საქონლით გვამარაგებენ და გვითხრეს, რომ მომარაგებასთან დაკავშირებით, პრობლემები არ შეიქმნება. ამის საშიშროებას ისინი ვერ ხედავენ.
​ჩვენ გუშინ მთავრობის წარმომადგენლებთანაც გვქონდა შეხვედრა, მათი მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ რაღაც საკითხებში გვქონდეს ხელშეწყობა. შეგვპირდნენ, რომ საბაჟოს გამტარიანობასთან და მომაქარგების თვალსაზრისით პრობლემა არ იქნება.
მე პირადად ჯერჯერობით მომარაგების მხრივ, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავ. მაქსიმალურად მომზადებული ვხვდებით ქვეყანაში არსებულ სიტუაციას”,-განაცხადა “ნიკორა ტრეიდის” აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ურუშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები