გურჯაანში, ხანძრის გამო, ბადაშვილების ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ხანძრის შედეგად, ბადაშვილების ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. დაიწვა საცხოვრებელი სახლი და განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი და ტექნიკა.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ხანძრის დროს ოჯახის წევრები სამსახურში იმყოფებოდნენ და მეზობლების მცდელობა, საყოფაცხოვრებო ნივთები სახლიდან გამოეტანათ, უშედეგო აღმოჩნდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თეიმურაზ ზავრაშვილის განცხადებით, დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას გაუწევს და, შესაბამისი განცხადების საფუძველზე, ქირით გაიყვანს.

“ოჯახს დახმარებას აუცილებლად გავუწევთ და სახლს შევუკეთებთ, მანამდე კი, განცხადების დაწერის შემდეგ, მოხდება მათი გაყვანა ქირით”, – აღნიშნა ზავრაშვილმა.

დაზარალებული ბადაშვილების ოჯახი ამ დროისთვის ნათესავის სახლში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები