იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა
იტალიაში, ქალაქ ბარში საქართველოს ორი მოქალაქე, დედა–შვილი – 41 წლის ქალი და მისი 16 წლის ვაჟი დაიღუპა.
როგორც “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დედა–შვილის გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
“ადგილზე მუშაობს პოლიცია. საკონსულო სამსახური ხაზზეა სამართალდამცავებთან”, – აღნიშნეს უწყებაში.