ავსტრალიის შს მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

ავსტრალიის შს მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თავად პიტერ დატონმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი ინფორმაციით, მაღალი სიცხითა და ყელის ტკივილით გაეღვიძა.

“დაუყოვნებლივ დავუკავშირდი კვინსლენდის ჯანდაცვის დეპარტამენტს. მოგვიანებით მითხრეს, რომ ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა”, – დაწერა მინისტრმა.

რაც შეეხება კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს – პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა ყველა ღონისძიების გაუქმების განკარგულება გასცა, რომელშიც შესაძლოა, 500–ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდეს.

მისი თქმით, აღნიშნული ზომა სკოლებზე, უნივერსიტეტზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტსა და აეროპორტებზე არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები