ცეკვის კომპანია „cie. toula limnaios“-ის ლექცია – გოეთეს ინსტიტუტში
15 მარტს, 17:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში, ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა „კირკეს“ და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, ტულა ლიმნაიოსის და რალფ ოლერტცის ლექცია გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექცია ჩატარდება გერმანულ ენაზე ქართული თანმიმდევრული თარგმანით.
ცეკვის კომპანია „cie. toula limnaios“ დაარსდა 1996 წელს, ქორეოგრაფ ტულა ლიმნაიოსის და კომპოზიტორი რალფ ოლერტცის მიერ. კომპანია 2014 წლიდან სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი პატარა, მაგრამ ეფექტური სტრუქტურის მეშვეობით, თექვსმეტი შტატიანი თანამშრომლითა და საერთაშორისო პროექტებით ეწევა შემოქმედებით საქმიანობას. დღეს თანამედროვე ცეკვის ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიად არის მიჩნეული. ის, როგორც გერმანული თანამედროვე ცეკვის წარმომადგენელი, გოეთეს ინსტიტუტისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით მთელ მსოფლიოში მოგზაურობს. „cie. toula limnaios“ მიერ დადგმული ცეკვა კრიტიკული, გაბედული, ადამიანზე ორიენტირებული და მრავალფეროვანია.
მისამართი: მიხეილ ზანდუკელი ქუჩა ქ. 16, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი.