„Isson – სოლო ორი კაცისთვის“ – პერფორმანსი გაიმართება
17 მარტს, 20:00 საათზე, ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა „კირკესა“ და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება პერფორმანსი: „Isson – სოლო ორი კაცისთვის“
კონცეფცია/ქორეოგრაფია: ტულა ლიმნაიოსი;
მუსიკა: რალფ რ. ოლერტცი;
ცეკვა: ლეონარდო დ’აკუინო, ალესიო სკანდალე;
განათება: კლაუს დუსტი;
სცენა/კოსტიუმები: ტულა ლიმნაიოსი;
განათება: დომენიკ ენგემანი.
სპექტაკლის შესახებ:
„ორეულის მოტივი ერთდროულად დამაბნეველიცაა და მომხიბვლელიც: მისი გამოჩენა „მე“-სა და დანარჩენებს შორის საზღვარს აქრობს. ორეული ფიქრობს მსგავსებასა და განსხვავებაზე, განიხილავს სუბიქტისა და მისი იდენტობის პრობლემას. თავდაპირველად სპექტაკლი ჩაფიქრებული იყო, როგორც სოლო ორი ქალისთვის, რომელსაც ლენა მაიერკორდი და ტულა ლიმნაიოსი ორ პარალელურ სამყაროში სინქრონულად ცეკვავდა, ახლა კი მას მათი ანსამბლის ორი მოცეკვავე მამაკაცი განასახიერებს.
„Isson“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „ახლავე“-ს; ის ეძღვნება კონტრასტებს, რეალობას და ილუზიას, შუქს და ჩრდილს, მღელვარებას და სიმშვიდეს. ორ რეალობას, რომლებსაც ერთმანეთისგან ვერ განაცალკევებ“.
„cie. toula limnaios“
ცეკვის კომპანია „cie. toula limnaios“ დაარსდა 1996 წელს, ქორეოგრაფი ტულ ლიმნაიოსის და კომპოზიტორ რალფ ოლერტცის მიერ. კომპანია 2014 წლიდან სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი პატარა, მაგრამ ეფექტური სტრუქტურის მეშვეობით, თექვსმეტი შტატიანი თანამშრომლითა და საერთაშორისო პროექტებით ეწევა შემოქმედებით საქმიანობას. დღეს თანამედროვე ცეკვის ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიად არის მიჩნეული. ის, როგორც გერმანული თანამედროვე ცეკვის წარმომადგენელი, გოეთეს ინსტიტუტისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით, მთელ მსოფლიოში მოგზაურობს. „cie. toula limnaios“ მიერ დადგმული ცეკვა კრიტიკული, გაბედული, ადამიანზე ორიენტირებული და მრავალფეროვანია.
პროექტის მხარდამჭერია: თბილისის მერია, სასტუმრო „რუმსი“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.
მისამართი: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. მარჯანიშვილის ქუჩა 8.