საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში “ევროპული საქართველო” მონაწილეობას არ მიიღებს

პარტია „ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, მათი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, თუმცა, მისივე განმარტებით, ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ, რათა შეთანხმების რეალიზაცია მოხდეს.

“ევროპული საქართველო“ ყველა იმ ფორმალურ პროცედურაში მიიღებს მონაწილეობას, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ შეთანხმების რეალიზაცია მოხდეს, საკონსტიტუციო კომისია იქნება ეს თუ სესიაზე საკითხის გამოტანა. რაც შეეხება საერთო სახალხო განხილვებში მონაწილეობას – ამის მიზანშეწონილობას ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ 20 ივნისიდან მოყოლებული მთელი საქართველო ითხოვს პროპორციულ არჩევნებს. ჩვენ ვერ ვხედავთ, რა არის ხალხთან განსახილველი, როდესაც საზოგადოებისგან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მაღალი მხარდაჭერა აქვს. ეს განხილვები ჩატარდება, მაგრამ „ევროპული საქართველო” მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ იმ ფორმალურ პროცედურებში, კენჭისყრის ჩათვლით, რაც აუცილებელია შეთანხმების რეალიზაციისთვის”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები