მთავრობა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს ზრდის

მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. როგორც ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აცხადებს, იზრდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი.
„ჩვენ გვექნება არათუ შემცირებული, არამედ გაზრდილი ხარჯები იმიტომ, რომ ესეც ეკონომიკის სტიმულირების ერთ-ერთი მექანიზმია”, – აცხადებს მაჭავარიანი.

როგორც ცნობილია, პრემიერ -მინისტრის დავალებით, მთავრობამ ბიზნესის სტიმულირების ერთიან კომპლექსურ გეგმაზე დაიწყო მუშაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები