გერმანიაში კორონავირუსის 2078 შემთხვევაა დადასტურებული

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2078–მდე გაიზარდა, გარდაცვლილია სამი პაციენტი.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

დაავადებულთა დიდი ნაწილი ჩრდილოეთ რეინ–ვესტფალიის ფედერალურ მიწაზეა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს, COVID-19 პანდემიად გამოაცხადა.

მსოფლიოში 100–ზე მეტ ქვეყანაში ვირუსით 120 ათასამდე ადამიანია ინფიცირებული, მათი დიდი ნაწილი გამოჯანმრთელდა, 4 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები