კახა ძაგანია: „ნაციონალური მოძრაობა“ შალვა ნათელაშვილის დონორია
„მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივანი, კახა ძაგანია აცხადებს, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაშია. ამის შესახებ ძაგანიამ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ძაგანიას თქმით, როდესაც პარტიის პოლიტიკური კომიტეტის წევრებმა ნათელაშვილის ფინანსური გარიგებების შესახებ გაიგეს, მათ „ლეიბორისტული პარტია“ პროტესტის ნიშნად დატოვეს.
კახა ძაგანიას მტკიცებით, შალვა ნათელაშვილი თანხას წლიურ 60 პროცენტშიც აპროცენტებდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ შალვა ნათელაშვილის დონორია, მისგან ფინანსდება უკვე არაერთი წელია. ამის ერთერთი მაგალითი იყო, როცა „ნაციონალური მოძრაობისგან“ მიღებული ფულის მერე ე.წ. ატკატი გვარამიასდროინდელ „რუსთავი 2-ს“ ჩაურიცხა. ღარიბმა ნათელაშვილმა 100 000 ლარი „რუსთავი 2-ს“ გადაურიცხა. ეს დოკუმენტურად გამოვაქვეყნეთ.
დღეს ნათელაშვილი არის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი საქართველოში.
ძალიან ვწუხვარ, რომ ეს კაცი ყიდის ამომრჩევლის ხმებს, ხალხის სიყვარულს. ეს კაცი ამას ახურდავებს მწვანე დოლარებში. თან სააკაშვილი ჰყავს არჩეული, ძალიან კარგი ძმაკაცები და მეგობრები არიან.
პოლიტკომიტეტზე ჩვენი ერთ-ერთი თანამებრძოლი დაადგა პირზე, როგორ აპროცენტებდა იმ ფულებს“, – განაცხადა ძაგანიამ.