ისრაელში კორონავირუსის 100 დადასტურებული შემთხვევაა

ისრაელში კორონავირუსით 100 მოქალაქეა ინფიცირებული, – განაცხადეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან 91 საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები თვითიზოლაციაში არიან, 3 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

9 მარტს ქვეყნის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ იმ პირებისთვის, რომლებიც საზღვარს გადაკვეთენ, ორკვირიანი კარანტინი დაწესდება.

ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციით, ქვეყანაში შესვლა შეეძლებათ იმ ტურისტებს, რომლებიც  “ორკვირიან კარანტინს”გაივლიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები