„თანამედროვე ცეკვა და კომპოზიცია“ – ტულა ლიმნაიოსის ვორკშოპი
15 მარტს, 14 საათზე, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში ტულა ლიმნაიოსის ვორკშოპი გაიმართება.
ვორკშოპი კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმისა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს იქნება „თანამედროვე ცეკვა და კომპოზიცია“, რომელიც 2 საათს გასტანს.
ვორკშოფის შესახებ:
სხეული, როგორც დედამიწის და ცის დამაკავშირებელი, შუამავალი ელემენტი. სხეულის მუშაობა ემყარება Release-ს (გათავისუფლებას) და Alexander-Technik-ას (პედაგოგიური მეთოდი, რომლის მიზანიც ჩვევების შეცნობასა და მათ შეცვლაში მდგომარეობს) და წლების მანძილზე განვითარებულ სხეულის მუშაობის მეთოდიკას, ისევე როგორც მოძრაობის თანამედროვე ენას, ფოკუსირებულია სხეულის მოდუნებასა და კოორდინაციაზე სუნთქვისა და მოძრაობის დინამიკის მონაცვლეობისას.
მოძრაობის იმპულსს ვიღებთ ცენტრიდან – წყაროდან, რომლიდანაც ყველანაირი სახის ენერგია მოედინება. კუნთების მოდუნების შედეგად სხეული იძენს უნარს, ენერგიის დაუხარჯავად გაიმართოს და შინაგანი ენერგია გამოანთავისუფლოს. რის შედეგადაც იქმნება ე.წ. მოძრაობის „ეკონომია“, რომელიც მოცეკვავის თვითგამოხატვას აძლიერებს, მოძრაობების ხარისხის/დინამიკის ფოკუსირებას ახდენს და შინაგან მუსიკალურობას ამძაფრებს.
მზა „რეცეპტები“ ქორეოგრაფიული ინსცენირებისთვის არ არსებობს. მართალია, დროთა განმავლობაში იქმნება ინდივიდუალური ხელწერა, თუმცა ყოველი სპექტაკლი ახალი გამოწვევაა. განსხვავებული თემები განსხვავებულ თვალთახედვას მოითხოვს, შესაბამისად: საკუთარი ხილვებისა და იდეების გადმოსაცემად, დრამატურგიულად მნიშველოვანი შინაგანი ძაფის და კომპოზიციის შინაგანი ლოგიკის შესაქმნელად, უნდა მოიძებნოს ადეკვატური კომპოზიციური საშუალებები, რათა სპექტაკლმა ადამიანები განსხვავებულ სამყაროებს აზიაროს და მათ ეს არავერბალურად მიაწოდოს. მთავარი თანამედროვე ცეკვაა – ცეკვა, როგორც გამოხატულება, როგორც არავერბალური კომუნიკაცია და ჩვენი ეპოქის ასახვა, ეპოქისა, რომელშიც ვცხოვრობთ, ახლა და აქ…
ვორკშოპში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გააგზავნონ რეზიუმე, მოკლე სამოტივაციო წერილი და ვიდეო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელ-ფოსტის მისამართზე: circeplatform@gmail.com
პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია და სასტუმრო „რუმსი“.
ბიოგრაფია:
ტულა ლიმნაიოსი (სამხატვრო ხელმძღვანელი/ქორეოგრაფი) დაიბადა 1963 წელს, ათენში. ბრიუსელში კლასიკური და თანამედროვე ცეკვების, alexander-და labantechnik-ის, ასევე მუსიკისა და ცეკვის პედაგოგიკის სწავლის შემდეგ, მუშაობდა კლაუდიო ბერნარდო და რეგინე ჩოპინოტთან ერთად „პერფორმერად“ და პიერ დრულერის ასისტენტად. მოგვიანებით სწავლა გააგრძელა ესენის ფოლკვანგის სკოლაში და მალევე გახდა ფოლკვანგის ცეკვის სტუდიის წევრი. ის ცეკვავდა მუსიკოსების, კონრად ბაუერისა და პეტერ კოუვალდის იმპროვიზაციებში. 1996 წელს რალფ რ. ოლერტცთან ერთად დააარსა ტულა ლიმნაიოსის ცეკვის კომპანია cie. toula limnaios. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და პრემია და დღესდღეობით გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქორეოგრაფად ითვლება. ის არის, ასევე, მოწვეული ქორეოგრაფი ოსნაბრუკის თეატრში, მაინის ფრანკფურტის საშემსრულებლო ხელოვნების ინსტიტუტში და მიუნსტერის თეატრში. 2007-2008 წლებში ის იყო ქორეოგრაფიის მოწვეული პროფესორი ერნსტ-ბუშის სკოლაში.
მისამართი: მიხეილ ზანდუკელის ქ. 16.