ირაკლი შოთაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე მოადგილეებსა და პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან ერთად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.
გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, კრისტიან ურსე.
ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები, ტიტუს კორლატეანი და ბას კლეინი პროკურატურაში განხორციელებული რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.
ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს პროკურატურის მუშაობის სპეციფიკას, უწყების პრიორიტეტებსა და პროკურატურის განვითარების სტრატეგიას.
შეხვედრის დასასრულ, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.