გიორგი გახარია: მთავრობისა და საქართველოს ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე

“საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში, გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე”, – ამის შესახებ პრემიერმინიტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, უნდა იყოს დისტანციურ რეჟიმში.

„საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში, გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში. ასეთივე რეკომენდაცია ეძლევათ ყველა კერძო სტრუქტურას და ყველა კერძო ორგანოს.უნდა გავითვალსიწინოთ, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობის და სახელწმიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა და ის კვლავ 24-ს შეადგენს.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის პროტოკოლურ ღონისძიებებს ახორციელებს ინფიცირებულთა განკურნებისთვის, ასევე, დადგენილია საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისაც ჰქონდა კავშირი ამ ადამიანებთან.

„პირველ ყოვლისა, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა არის ერთიანობის და ეფექტური მოქმედების დრო. ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გახლავთ, მოვერიდოთ დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევე რთი თვით გრძელდება სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელება. ამასთან ერთად, ერთი თვით გადავადდება, 13 აპრილამდე საგაზაფხულო გაწვევა სქართველოს ჯარში.

დღეს ჩვენ გვყავს 24 ინფიცირებული. ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის პროტოკოლურ ღონისძიებებს ახორციელებს ამ ადამიანების განკურნებისთვის, თუმცა დადგენილია საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისაც ჰქონდა კავშირი ამ ადამიანებთან და მიმდინაროებს შესაბამისი ღონისძიებები მათი პრევენციული ჯანდაცვის ღონისძიებების გასატარებლად,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები