გურჯაანში საპროტესტო აქცია გაიმართა
გურჯაანში, რაიონული პოლიციის შენობის წინ ცხოველთა უფლებების დამცველები შეიკრიბნენ და მიუსაფარი ცხოველების წამების ფაქტები გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეების თქმით, 27 თებერვალს სოფელ ჩუმლაყში ძაღლი სასტიკად მოკლეს და დამნაშავე ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის. ცხოველთა უფლებების დამცველები საქმის დროულ გამოძიებას ითხოვდნენ.
მედიასთან მათ აღნიშნეს, რომ ბოლო დროს რეგიონებში მიუსაფარი ცხოველების წამება გახშირდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 259 – ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.