ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა

ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში არდადეგები გახანგრძლივდა და სააღმზრდელო პროცესი 1 აპრილს განახლდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბათუმის საბავშვო ბაღებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საჭირო ყველა აუცილებელი ღონისძიებები ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები