ანგელა მერკელი იტალიას კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებას ჰპირდება
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ბერლინი იტალიას კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარება.
ამის შესახებ მერკელმა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“იტალიელ კოლეგებს დაველაპარაკებით, მომდევნო დღეებში პრემიერ კონტესაც ისევ გავესაუბრები. ყველაფერს, რისი გაკეთება შეგვიძლია და რაზეც შევძლებთ პასუხისმგებლობის აღებას, გავაკეთებთ”, – აღნიშნა მერკელმა და დასძინა, რომ იტალია ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც სტრესში იმყოფება.
გერმანიის კანცლერის თქმითვე, ერთი ქვეყნიდან მეორეში სამედიცინო პერსონალის გადაყვანა, ენობრივი ბარიერის გათვალისწინებით, რთულია.
იტალიაში, ბოლო მონაცემით, კორონავირუსით 10 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 631 პაციენტი გარდაიცვალა, 1004 გამოჯანმრთელდა.