ნორვეგიაში ნატო-ს სწავლება კორონავირუსის გამო შეჩერდა
ნატო-ს მასშტაბური სამხედრო სწავლება, Cold Response, რომელიც ნორვეგიის ჩრდილოეთით მიმდინარეობს, კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო შეჩერდა.
ამის შესახებ ტელეკომპანია NRK სამეფოს შეიარაღებული ძალების სარდლობაზე დაყრდნობით იტყობინება.
“დღეს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ სწავლების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება კონტროლს სცდება. თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნება გვინდა, რომ ამ არაპროგნოზირებად პერიოდში საზოგადოების მხარდაჭერა შევძლოთ”, – განაცხადა სწავლების ხელმძღვანელმა, რუნე იაკობსენმა.
ნორვეგიაში კორონავირუსი ერთ სამხედროს დაუდგინდა, რის შედეგაც 850 ჯარისკაცი კარანტინზე აღმოჩნდა.
ფინეთმა სწავლებიდან 400 სამხედროს გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
Cold Response-ში აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიის, დანიის, შვედეთისა და ნორვეგიის სულ 14 ათასამდე სამხედრო იყო ჩართული.