სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 0.3 მლნ ტონით გაიზარდა
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა იზრდება.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის იანვარში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 3 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 2.7 მლნ ტონა გადაიზიდა. ზრდამ 0.3 ტონა შეადგინა.
300 ათასი ტონით გაიზარდა და 1.6 მლნ ტონა შეადგინა საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა.
გასული წლის იანვართან შედარებით, 500 ათასი მგზავრით გაიზარდა და 26.8 მლნ მგზავრის გადაყვანა მოხდა მიმდინარე წლის იანვარში.
2019 წელთან შედარებით 11.015 კონტეინერით გაიზარდა საქართველოს ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობაც.