საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატი პირველ აპრილამდე შეაჩერა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატი 1-ელ აპრილამდე შეაჩერა. ამის შესახებ ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე თქმით, მთავარი პრიორიტეტი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა.

“მსოფლიოსა და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე, ასაკობრივი ჩემპიონატების 1-ელ აპრილამდე შეჩერების თაობაზე. ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა”, – ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები