ODIHR-ის დირექტორი: მოხარული ვარ, რომ საქართველოში საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანის შესახებ​ შეთანხმება შედგა

“ოდირის” დირექტორი, ინგიბორგ სოლრუნ გისლადოტირი საქართველოში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას “ტვიტერზე” გამოეხმაურა.

“მოხარული ვარ, რომ შედგა შეთანხმება საქართველოში საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

მიღებული კანონი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც წლის ბოლოს დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც საფუძვლიანად დააკვირდება და შეაფასებს “ოდირი”,” – წერს ინგიბორგ სოლრუნ გისლადოტირი.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები