კორონავირუსის გავრცელების საშიშროების თავიდან ასაცილებლად,16 მარტამდე მუზეუმ-ნაკრძალები დაიკეტება

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 27 თებერვლის N296 ბრძანებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების საშიშროების თავიდან ასაცილებლად, 2020 წლის 16 მარტამდე დაიკეტება შემდეგი მუზეუმ-ნაკრძალები:

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი;
დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი;
ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;
მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი;
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი;
დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი;
გრემის მუზეუმი.

17 მარტიდან აღნიშნული მუზეუმ-ნაკრძალები განაახლებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები