Google-მა თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა
“გუგლმა”, კორონავირუსით ინფიცირების რისკის შემცირების მიზნით, 100 ათასი თანამშრომელი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანა.
ამის შესახებ CNBC კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება.
“ჩრდილოეთ ამერიკის ყველა ოფისის თანამშრომელი სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. ექსპერტების აზრით, აღნიშნული ზომა ვირუსის გავრცელების რისკს შეამცირებს”, – აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.
მანამდე, ანალოგიური გადაწყვეტილება Twitter-შიც მიიღეს.