იტალიაში კორონავირუსისგან ერთ დღეში 168 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსისგან ერთ დღე-ღამეში 168 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამურად კი, ქვეყანაში ვირუსს 631 პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რიცხვს – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და, ჯამურად, 8514-ს მიაღწია.

ამასთან, COVID-19-ის დამარცხება ათასზე მეტმა ადამიანმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები